ისტორიის წრის სამუშაო პროგრამა (2017-18 სასწ.წლის II სემესტრი)
9. 02 . .საქართველო და ევროპა.ქართულ -ევროპული ურთიერთობების გაცნობა და შეფასება ძველი დროიდან დღემდე .კონკრეტული ,რომელიმე ეპოქის შერჩევა სურვილისამებრ და მასზე პრეზენტაციის მომზადება ,წარდგენა შემდეგი მეცადინეობისთვის.
რესურსი: საქარველოს ისტორიის ნარკვევები, ჟურნალი „ისტორიანი „
16.02 საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი - ექვთიმეს გზა. (იმდროინდელი პოლიტიკური ვითარებისა და ექვთიმეს მოღვაწეობის გაცნობა ,შეფასება.კინოთეატრ „რუსთაველ“-ში ნ. ხომასურიძის ფილმის „ექთიმე ღვთისკაცის „ ჩვენება , დისკუსიის მოწყობა) .
რესურსი : „დიდი ექვთიმე“-რ.მეტრეველი, ექვთიმე თაყაიშვილი -თ.მეგრელიძე. ფილმი: „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“- რ.თაბუკაშვილი, კომპიუტერი ,პროექტორი;
2. .03 ისტორიული მემკვიდრეობა; როგორ დავკარგეთ ლორე და ჰერეთი? მასწავლებლის ლექციის შემდეგ , მოსწავლეთა მხრიდან საკითხის შეფასება და ანალიზი;
რესურსი : ჟურნალი „ისტორიანი“ გ.ჩაგანაშვილი „საინგილო“. საქართველოს ისტორია -მ.ლორთქიფანიძე.რ.მეტერეველი.
16. 03 „ რა განძი გვქონია „--ერთი დღე მუზეუმში , მოსწავლეები ეწვევიან შ. ამირანაშვილისა და ს.ჯანაშიას მუზეუმებს . დაათვალიერებენ საგანძურს ,მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას და გააცოცხლებენ მათთვის სასურველი ექსპონანტის ისტორიას .პრეზენტაცია შეიძლება წარმადგინონ როგორც „პოვერ ფოინტის“ ფორმატით ,ასევე წერილობით და ზეპირად.
რესურსი : წიგნი,კომპიუტერი, პროექტორი.
30. 03 1921 წლის თებერვლის სისხლიანი ქრონიკები .მასწავლებლის ლექციის შემდეგ,ფილმის ,“სატელეგრაფო ოკუპაციის „ჩვენება, საქართველოს გასაბჭოების განხილვა და ანალიზი.
რესურსი : გ. ცხოვრებაძე _ ქართული პოლიტიკური ემიგრაცია და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი 1921-1925წწ.; თბ. 2007 წ. 2. კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია; საქართველოს ისტორია 1783-1990 წწ, (ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე)
13.04 დიდი პოლიტიკური ქარტეხილები ევროპაში XIX ს-ის დასაწყისსა და ფინალში. ნაპოლეონისა და ბისმამარკის შეცვლილი პოლიტიკური რუკა. ლექცია, მოსწავლეთა მიერ ორი დიდი პოლიტიკოსის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა და ანალიზი;
რესურსი: ინტერნეტ რესურსები , ტარლე“ნაპოლეონი“, ცისკარიშვილი „ნაპოლეონი“, ისტორია_ გამომცემლობა „დიოგენე“ -აბდალაძე,კუპატაძე,ახმეტელი.ჟურნალი „ისტორიანი „
27.04 დიდი იყო მოურავი? ---გიორგი სააკაძე, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირი თუ ამბიციური მოღვაწე, რომელმაც პირველობისკენ ლტოლვას გადააყოლა ყველაფერი ? ინფორმაციის გაცნობა და დისკუსია ;
რესურსი : ნარატიული წყაროები:მუსტაფა ნაიმი, ბერი ეგნატაშვილი „ახალი ქართლის ცხოვრება“ , გივი ჯამბურია“გიორგი სააკაძე“ ,როსტომ ჩხეიძის პუბლიკაციები;
11.05 „გეორგიევსკის ტრაქტატი“- ქვეყნის გადარჩენის გზა თუ საბედისწერო მომავალი ? ლიტერატურის გაცნობა , დისკუსია,ტრაქტატის დადების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტების წარმოდგენა .
რესურსი: საქართველოს ისტორია--ვ.სილოგავა,შენგელია. საქართველოს ისტორია --მ.ლორთქოფანიძე. ნარატიული წყარო--გეორგიევსკის ტრაქტატი.
25.05 დიდი მხედართმთავრები ---იულიუს კეისარი და ალექსანდერე მაკედონელი ; მათი მოღვაწეობის გაცნობა და შეფასება;
რესურსი:“ ალექსანდრე „-საიმონ ადამსი ;“ იულიუს კეისარი „- ელენ გელფორდი ;
ნათია, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემები გაქვს პროგრამაში მითითებული. დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი. წარმატებები...
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
Deleteგმადლობ ეკა, ნებისმიერ დროს შეიძლება დამესწრო .<3
ReplyDeleteნათია, ძალიან ყოჩაღი და მონდომებული გოგო ხარ. გეტყობა , რომ ძალიან ზრუნავ შენი მოსწავლეების წარმატებაზე. ასეთი მონდომებული და ენერგიის მქონე პედაგოგები სჭირდება ქართული განათლების კერებს!ვფიქრობ, აუცილებლად დაფასდება შენს მიერ გაწეული შრომა.
ReplyDeleteნათია, ყოჩაღ ძალიან საინტერესოა, წარმტებები .<3
ReplyDeleteგმადლობ მაიკო.
Deleteძალიან საინტერესო თემებზე მუშაობთ. ეს წრე საუკეთესო საშუალებას იძლევა ისტორიული კვლევის, ფიქრის, მსჯელობის უნარების განსავითარებლად, რაც მთავარია, ახალგაზრდების პატრიოტული სულისკვეთებით აღსაზრდელად.
ReplyDeleteთეა,მადლობა. ბავშვებში ნამდვილად ვხედავ საოცარ მოტივაციას ,სურთ მეტი შეიმეცნონ და გაიგონ.
ReplyDelete