ვიქტორინები















                                    სასწავლო რესურსის რეფლექსი
                                                                ნათელა მახათაძე, თბილისის N24 საჯარო სკოლა
 რესურსი შექმნილია დაწყებითი საფეხურის VI კლასის მოსწავლეთათვის. ამ საფეხურზე ,საგნის „ჩემი საქართველო „-დიდი ნაწილი ეთმობა საქართველოს ისტორიის კურსის შესწავლას.  მოსწავლეები ეცნობიან ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს : როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები ადრე ,როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს , რა ყოფითი თავისებურებები ახასიათებდათ და ა.შ ამ ინფორმაციის შეძენასთან ერთად ,მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი გაცილებით მეტი შეეტყოთ  წინაპართა ქმედების ,გამოცდილების მრავალფეროვნების შესახებ. გაეაზრებინათ ,განესაჯათ და გაეანალიზებინათ ის დრო და სივრცე რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება და მოღვაწობა. რესურსის შექმნის მიაზნიც ეს იყო--შემეჯამებია საქართველოს ისტორიაში ნასწავლი მასალა და მრავალფეროვანი თვალაჩინოებით უფრო საინტერსო და სახალისო გამეხადა მათთვის სწავლების პროცესი ,მიმეცა პრობლემის გადაჭრის , თანამშრომლობის , ინფორმაციის მოპოვება -გააზრების, კავშირებისა და მიმათების დადგენის,ისტორიული დროის გაგების ,სივრცეში ორიენტირების , კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გამუშავების შესაძლებლობა და ასევე ჩემი გამოცდილება გამეზიარებია იმ პედაგოგებისთვის , რომლებიც აღნიშნულ დისციპლინას ასწავლიან.
რესურსი ეყრდნობა და ითვალისწინებს საზოგადოებრივი მეცნიერებების სტანდარტით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს:
აზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება. 

აზ. მეც.V-VI. 2.     მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
აზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.

აზ. მეც.V-VI.5. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის  ეპოქებთან.
აზ. მეც.V-VI.6. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოში არსებული  მმართველობის ფორმები.
მოსწავლეებმა რუკების დახმარებით განიხილეს საქართველოს საზღვრების ცვლილება ,მახდინეს  სხვადასხვა საშუალებებით ( ფოტო ,აუდიო მასალა) მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიცირებ ,გაანალიზება. დაასახელემნიშვნელოვან ისტორიული პერსონჟები,ფაქტები,მოვლენები და მიაკუთვნეს შესაბამის ეპოქას,გამოიცნეს მმართველობის სისტემის ძირითად მახასიათებლები და მართებულად გამოიყენეს მათი აღმნიშვნელი ტერმინები .თამამად შეიძლება ითქვას ,რომ“პოვერ პოინტის „ფორმით ინფორმაციის მიწოდებამ ,მრავალფეროვანმა ვიზუალურმა მასალამ და შეჯიბრებითობამ , მოსწავლეების მოტივაცია გააორმაგა..კითხვები  მათთვის  ადვილად აღსაქმელ  ენაზე იყო მიწოდებული ,ხალისით და აქტიურად იყვნენ ჩართული იტორიული მოვლენის,ფაქტის თუ პიროვნების გამოცნობის პროცესში.კარგად გამოჩნდა ,რომ მსგავსი ფორმატის ვიქტორინა არა მარტო გუნდური მუშაობის უნარ _ჩვევებს აყალიბებს, არამედ მოსწავლეებს ისეთი მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება ,როგორიცაა:დროსა და სიცრცეში ტრანსფორმაცია,შედარება,ანალიზი,სინთეზი და ა.შ.

რესურსი აქტიურად შეიძლება გამოიყენოთ სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვისაც. კერძოდ, მე-9 კლაში,   საქართველოს ისტორიის კურსის შემაჯამებელ ეტაპზე. ასევე შეიუძლია გამოიყენოს ხელოვნების მასწავლებელმაც ,ქართული ხუროთმოძღვრული და არქიტექტურული ძეგლების შესწავლის პროცესში.

             რესურსი განთავსებულია ბლოგზე ,რომლის მისამართია:

                                 https://natiamakhatadze.blogspot.com/




                  სასწავლო  რესურსის გამოყენების ინსტრუქცი
ნათელა მახათაძე--თბილისის N24 საჯარო სკოლა


სასწავლო რესურსი წარმოდგენილია Power Point-ის საპრეზენტაციო მასალის ფორმატში. პრეზენტაციის ჩვენება ხორციელდება პრეზენტაციის მომართვის რეჟიმისა და ჩვენების საჭირო ფუნქციების და საშუალებების გამოყენებით. კომპიუტერის საბაზისო უნარ–ჩვევების ცოდნა დაეხმარება მომხმარებელს ადვილად გამოიყენოს წარმოდგენილი რესურსი.
PowerPoint-ის პრეზენტაციის ჩვენება შესაძლებელია პროექტორის საშუალებით.
წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი ჩვენებისათვის ანუ პრეზენტაციის ჩვენება მომხმარებლის ჩარევით,  ასევე  Power Point-ის საპრეზენტაციო მასალა ავტომატურ რეჟიმში ჩვენებისათვის.სლაიდებზე განთავსებულია შეკითხვები სხვადასხვა ფორმატით:  ფოტო, ტექსტი ,რუკა. მომხმარებელს საშუალება აქვს კითხვის დასრულების შემდეგ ,აუდიტორიას აჩვენოს სწორი პასუხები ,რომელიც ასევე სლაიდზეა დატანილი და თითოეულ შეკითხვას მოსდევს. ვინაიდან ,ვიქტორინა განკუთვნილია ჯგუფური მუშაობისთვის , სასურველია მომხმარებელმა  თითოეული ჯგუფის შედეგი (ქულა ) ექსელის ფორმატში გაკეთებულ ცხრილში  , ჯგუფის ნუმერაციის გასწვრივ  დააფიქსიროს, რაც სამუშაოს დასრულების შემდეგ ,უმალვე თვალსაჩინოს გახდის შედეგს. აუცილებელია მასწავლებელმა  ვიქტორინის ჩასატარებლად2- 3 ასისტენტი დაიხმაროს:
 I --რომელიც  კომპიუტერთან იმუშავებს და გააშუქებს ინფორმაციას;
 II-უზრუნველყოფს  ჯგუფებიდან კითხვის პასუხების  შეგროვებას ;
III- რომელიც შეამოწმებს და სწორად ასახავს ქულებს ექსელის ბაზაში;


                     გისურვებთ წარმატებებს!


7 comments:

  1. ძალიან კარგი რესურსია, ვფიქრობ სწორედ სწავლების ამ ფორმით - რესურსებით სწავლება იძლევა მოსწავლეთა დაინტერესებას, მოტივაციის ამაღლებას და საგნის სიყვარულს!

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა ! <3

    ReplyDelete
  3. ძალიან კარგი რესურსია, ვიქრობ ამ ვიქტორინის საშუალებით მოსწავლე საინტერესო ინფორმაციას გაეცნობა.

    ReplyDelete
  4. ერთდროულად შემეცნებითი და სახალისო ვიქტორინაა, სიამოვნებით გამოვიყენებ ბავშვებთან სამუშაოდ.

    ReplyDelete
  5. ბლოგის მუშაობის მიზანიც ესაა, გავიზიაროთ და გამოვიყენოთ სხვათა პრაქტიკა.

    ReplyDelete
  6. როგორ იხალისეს ბავშვებმა .....ვიქტორინები ყოველთვის სხვანაირად აყვარებს ბავშვებს საგანს...

    ReplyDelete

ჩემი სტატია

  მუზეუმების როლი სასკოლო განათლებაში    თბილისი N24 საჯარო სკოლის ისტორიის მასწალებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო...

რჩეული ამბები