თბილისი N24 საჯარო სკოლის ისტორიის მასწალებელი
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო
პროცესის წარმართვა,საგაკვეთილო პროცესში განსხვავებული ინტერესების,შეხედულებების,
საჭიროებების მოსწავლეთა ჩართვას, დიფერენცირებულ მიდგომას, მრავალფეროვანი,მიზნობრივი
აქტივობებით შინაგანი მოტივაციის გაღვივებას და მათთვის მყარი გამოცდილების მიცემას
გულისხმობს.
მოსწავლეები
ერთმანეთისგან განსხვადებიან დასწავლის უნარ-ჩვევებით. ჰოვარდ გარდნერის მრავლმხრივი
განვითარების თეორია ინტელექტის ათ სახეობას და მათ შესაბამის სწავლის სტილს გამოყოფს.მათგან სამი მოდალობა: ვიზუალური,კინესთეტიკური და სმენითი,ყველაზე
მეტადაა გავრცელებული.
მეცნიერული კვლევებით დასტურდება,რომ ადამიანებს, მოსმენილზე, წაკითხულზე უკეთ, შეუძლიათ, ისეთი ინფორმაციის დამახსოვრება,რასაც
ვიზუალურად შეიმეცნებენ . „დანახვით სწავლების“ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას კი, მუზეუმი იძლევა.მიუხედავად
იმისა,რომ მუზეუმები, თავისი არსითა და ფუნქციით, წარსულშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა
ადამიანების განვითარებაში,დღესაც იმ უნიკალურ
ადგილად რჩება,სადაც შესაძლებელია, განსხვავებული კულტურების,ისტორიების დამადასტურებელმა
არტეფაქტებმა, ნივთების მრავალფეროვანმა კოლექციამ, მნიშვნელოვნად გაამდიდროს ნებისმიერი
ასაკის ადამიანის გონება . ესააა შესაძებლობა, მოსწავლემ გამოცდილება მიიღოს ახალ გარემოში,გაიმდიდროს
ცოდნა ფართო სპექტრით და აღიჭურვოს იმ უნარ-ჩვევებით, რაც მის წარმატებულ საქმიანობას ხელს შეუწყობს.
საკლასო ოთახში მოსწავლეებისთვის ინფორმაციის გადაცემა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი,- იქნება
ეს ლექცია, ვიდეო თუ სხვდასხვა ინტერაქციული აქტივობები. მუზეუმის არაფორმალური გარემო
კი, შესაძლებლობას იძლევა ვიზუალური მასალა, საკლასო სივრცეში მიღებულ გამოცდილებასთან
დაკავშირდეს და ცოდნის ტრანსფერით, საკითხის სიღრმისეული წვდომა მოხდეს,რაც საფუძვლიანი
განათლებისკენ, გზის გაკაფვის შესაძლებლობაა.
სწორედ ასე
მოხდა ჩვენს ერთ გაკვეთილზეც,-მუზეუმიდან წამოღებული
ცოდნის გაცოცხლება.სექტემბრიდან აქტიურად დავიწყეთ ვიზიტები მუზეუმებში. მოსწავლეებისთვის,
მდიდარი ექსპონატების,ძვირფასი კოლექციებისა თუ მრავლისმთქმელი არტეფაქტების გარდა,ძალიან საინტერესო
აღმოჩნდა იქ დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამები, რაც, აღმოჩენებით,დანახვითა და კეთებით სწავლებაში გადატანას გულისხმობს.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიღებული ცოდნა, საქართველოს სხვადასხვა
კუთხეების სივრცითი,სამეურნეო, კულტურული მრავალფეროვნების შესახებ, პრაქტიკული მუშაობის გამოცდილების გაზიარების გამოყენება
კულტურისა და ხელოვნების სასახლიდან, კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმში მოსმენილი საგანმანათლებლო
პროგრამა: „დედამიწა ჩვენი სახლია“, გახდა ინსპირაცია მოსწავლეებისათვის, ახალი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნისათვის.
აღნიშნული პროგრამის
ფარგლებში, ისინი გაეცნენ ეკოლოგიური კატასტროფების გამომწვევ მიზეზებს, საყოფაცხოვრებო
ნარჩენების მეორეული გადამუშავების ტექნოლოგიებს და ვიზუალურად ნახეს, ის საინტერესო
ნივთები, რომლებიც გამოუყენებელი მასალისგან
იქნა დამზადებული.
გადავწყვიტე, მუზეუმებში მიღებული გამოცდილება გამეძლიერებია და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო
გეგმაზე დაფუძნებული კომპლექსური დავალების პირობა შემეთავაზებინა მათთვის. მოსწავლეება,არქიტექტორის
როლი მოირგეს და სვანეთის კლიმატურ/რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით,საცხოვრისის
ტიპის მაკეტები წარმოადგინეს.გამოუსადეგარი ნივთებით-კვერცხის სათავსი კოლოფებით, ე.წ.
„ლატოკებით“, მუყაოს, „სიმფერპოლის“ ნარჩენი ძაფის,ფიქალის ფენების და ა.შ. გამოყენებით , შესანიშნავი მაკეტები დაამზადეს,დროსა და სივრცეში გვამოგაზურეს
და კუთხისთვის დამახასიათებელი გეოგრაფიული გარემოს ცოდნასთან ერთად, შემოქმედობითობის,ანალიტიკური
აზროვნების მაღალი დონეც აჩვენეს. შემდე კი, შექმნილი რესურსი თავიანთ თანატოლებს,უფროსკლასელებს,
მასწავლებლებს სიხარულით გაუზიარეს. სკოლის
დერეფანში გამოფენილმა მაკეტებმა,უამრავი ადამიანის:მშობლის,მოსწავლის,პედაგოგისყურადღება
მიიპყრო. ბავშვებში იგრძნობოდა უდიდესი მოტივაცია
და სიხარული, აქტიურად აცნობდნენ დაინტერესებულ საზოგადოებას თითოეული ნამუშევრის იდეას,დეტალებს.კლასის
მიღმაც, არაერთმა მოსწავლემ გამოხატა სურვილი, თავადაც ჩართულიყვნენ მსგავსი ტიპის
აქტივობაში და საკუთარი შესაძლებლობებიც გამოეცადათ.
და ბოლოს, დასკვნის
სახით შეიძლება ითქვას ,რომ :
მუზეუმები ქმნიან შესაძლებლობას ადამიანები გაეცნონ მათ გარშემო არსებულ სამყაროს;
მუზეუმები შესანიშნავი ადგილია მოსწავლეებისთვის, რომ ისწავლონ სხვადასხვა დარგში, მიიღონ ახალი გამოცდილება ;
მუზეუმები უზრუნველყოფენ უნიკალურ გარემოს პედაგოგებისთვის, რათა ასწავლონ მოსწავლეებს სხვადასხვა თემები;
მუზეუმები შესანიშნავ საშუალებას აძლევს ბავშვებს აღფრთოვანდნენ სასკოლო საგნებით;
მუზეუმები აძლევენ მოსწავლეს შემოქმედებითობის,კრიტიკული აზროვნების, ცნობისმოყვარეობის გაღვივების შესაძლებლობას;
მუზეუმი ,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს , რომლებსაც
აღენიშნებათ სწავლის უნარის დაქვეითება თუ სხვა საჭიროებები,სთავაზობს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს და ეხმარება
სირთულეების დაძლევაში.
მუზეუმის ,როგორც საგანმანათლებლო
რესურსის გამოყენება,ააქტიურებს ეროვნული სასწავლო გეგმითა და სტანდარტით
გათვალისწინებული უნარ-ჩვევევების
გამომუშავებას.
No comments:
Post a Comment