გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ნათია მახათაძე
|
საგანი: ისტორია
|
კლასი: VII
|
დრო: 40 წთ
|
თემა: ბიზანტიის
“ოქროს ხანა“
|
მოსწავლეთა
პროფილი:
კლასში არის 30 მოსწავლე და არცერთი სპეციალური საჭიროების მქონე.
|
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლე იმსჯელებს და გაანალიზებს
იუსტინიანე I -ს მოღვაწეობას ბიზანტიის იმპერიაში და პროკოფი კესარიელის მაგალითზე შეაფასებს მემატიანის როლს ისტორიის შესწავლის პროცესში.
მისაღწევი
შედეგები:
·
მოსწავლემ
შეძლო სხვადასხვა ისტორიულ გეოგრაფიულ გარემოს რუკის მეშვეობით შედარება.
·
მოიპოვა
სათანადო ინფორმაცია და დაახარისხა;
·
შეადარა
განსხვავებული წყაროები და გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები;
·
შეაფასა
ისტორიული პიროვნებები.
|
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი: VII 4. მოსწავლეს
შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
ისტ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა
ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
·
რუკის დახმარებით მსჯელობს
მსოფლიო ისტორიის ძირითად მოვლენებზე;
|
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ
რომის იმპერიის დაცემა და შეუძლიათ ბარბაროსული
სახელმწიფოების ჩვენება რუკაზე.ასახსნელი გაკვეთილი,წინასწარ წასაკითხად აქვთ მიცემული
სახლში.
|
შეფასება და
თვითშფასება: მასწავლებელი
ჯგუფური სამუშაოს შესრულების შემდეგ,წინასწარ შემუშავებულ რუბრიკაზე დაყრდნობით, განმავითარებელი შეფასებით(
შექება,სიტყვიერი კომენტარი)აფასებს ჯგუფის მუშაობას. გაკვეთილის ბოლოს კი, იყენებს
განმსაზღვრელ შეფასებას. გაკვეთილის დასრულების
შემდეგ მასწავლებელი შეავსებს თვითშეფასების წინასწარ შემუშავებულ კითხვარს.
|
სასწავლო მასალა
და რესურსები:
წიგნი,დაფა, ,კომპიუტერი ,პროექტორი,ე.წ „ფლიფჩარტი“,მასწავლებლის მიერ წინასწარ მოძიებული წყაროები ,ტექსტები,წებო,მაგნიტები,თაბახის
ფურცელი.
|
აქტივობა 1 მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს, ამოიკითხვას
სიას და აღნიშნავს ჟურნალში თარიღს.მოსწავლეებს პროექტორის,დაფის მეშვეობით აცნობს
გაკვეთილის თემას და მიზანს ,შეფასების მეთოდებს და რუბრიკებს.
აქტივობის ხანგრძლივობა:
2 წთ
მისაღწევი შედეგი
: მოსწავლეებისთვის ნათელი გახდა
რაზე უნდა გაემახვილებიათ ყურადღება
გაკვეთილის მსვლელობისას.გაიაზრეს გაკვეთილის თემა. გაიგეს რაში შეფასდებიან.მოახდინეს
საკუთარი თავის მობილიზება.
მეთოდი
: ვერბალური კომუნიკაცია ,ისტ.ტექნოლოგიის გამოყენებით .
ორგანიზების
ფორმა: საერთო საკლასო;
|
აქტივობა 2
მასწავლებელი
გამოწვევის ფაზაზე სვამს
კითხვებს :
1. გაიხსენეთ
,გლობალური პოლიტიკური მოვლენა ,რომელმაც საფუძველი ძველი მსოფლიოს ისტორიის დასასრულს და ახალი
ეპოქის დასაწყისს ჩაუყარა?
2. ვინ
და როდის გაანადგურა რომი?
3. რა
საერთო სახელით მოვიხსენიებთ იმ სამეფოებს,რომელიც რომის ნანგრევებზე აღმოცენდა?
( ჩამოთვალეთ და აჩვენეთ რუკაზე)
4. აღ.რომის
იმპერიის ტერიტორიაზე ,რომელმა იმპერიამ განაგრძო არსებობა და რამდენ ხანს იარსება?
მისაღწევი
შედეგი : მოსწავლეებმა გააქტიურეს წინარე ცოდნა.
აქტივობის დრო
3 წთ
მეთოდი
: გონებრივი იერიში; ვერბალური კომუნიკაცია;
ორგანიზების
ფორმა: საერთო საკლასო;
|
აქტივობა 3
მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს ,რომ ეკრანზე ყურადღებით დააკვირდნენ Vს-ის ბოლოსა და VI ს-ის I ნახევრის რუკებს და მათი შედარებითი ანალიზის საფუძველზე უპასუხონ
შეკითხვებს:
1. რა
ცვლილება განიცადა ნახევარ საუკუნეში ევროპის პოლიტიკურმა რუკამ?
2. რით
ახსნით ამ ცვლილებებს?
მისაღწევი
შედეგები :მოსწავლემ
, რუკის მეშვეობით დააფიქსირა პოლიტიკური ცვლილებები. მოემზადნენ ახალი ინფორმაციის მისაღებად .
აქტივობის ხანგრძლიობა
2წთ
მეთოდი : რუკების
შედარებითი ანალიზი ,ვერბალური კომუნიკაცია;
ორგანიზების
ფორმა: საერთო საკლასო;
|
აქტივობა 5 :მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას ,ზოგადად მიმოიხილავს იუსტინიანე
მოღვაწეობის დასაწყისს , აცნობს მისი ბიოგრაფიული მონაცემის მნიშვნელოვან შტრიხებს.
მისაღწევი შედეგი
:მოემზადნენ
ახალი მასალისთვის ,გაუჩნდათ სიღრმისეული
წვდომისათვის მოტივაცია..
აქტივობის დრო
3წთ
მეთოდი : მინი
ლექცია
ორგანიზების
ფორმა: საერთო საკლასო;
|
აქტივობა 6:
კლასი წინასწარ
დაყოფილია ჯგუფებად, თითოეულ
ჯგუფს მასწავლებელი ურიგებს ბარათების იდენტურ პაკეტს,სადაც
განთავსებულია სხვადასხვა სახის ინფორმაცია.ჯგუფები , ინსტრუქციის მიხედვით ,ახდენენ ინფორმაციის დახარისხებას ,ბარათებს დააწებებენ ფლიფჩარტზე და დაფაზე, წინასწარ დახაზულ ცხრილში, რეფორმების
ქვეშ , მიზნობრივად განათავსებენ .ჯგუფები
მათთვის განკუთვნილი დავალების შინარსიდან გამომდინარე პასუხობენ ეკრანზე გამოტანილ
შეკითხვებს;
მისაღწევი შედეგი
:მიიღეს იუსტინიანეს პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ ცოდნა ,მოახდინეს რეფორმების
კლასიფიცირება( პოლიტიკური, კულტურულ-რელიგიური
, საკანონმდებლო,,ეკონომიკური) და გაანალიზება;
აქტივობის დრო
: 15 წთ. (2წთ
+6წთ+7წთ.)
მეთოდი : ცხრილზე
მუშაობა ;პრეზენტაცია ,ვერბალური კომუნიკაცია;
ორგანიზების
ფორმა : ჯგუფური მუშაობა
სამუშაო მასალა
1ჯგუფი:
იუსტინიანეს პოლიტიკური მოღვაწეობა
;(საშინაო და საგარეო პოლიტიკა)
2 ჯგუფი
: იუსტინიანეს საკანონმდებლო რეფორმა.
3 ჯგუფი
: კულტურულ -რელიგიური რეფორმები;
4ჯგუფი: ეკონომიკური რეფორმები ;
აქტივობა 7
. :ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, თანაგუნდელების მიერ წერილობით(ძირითადი თეზისების სახით )ჩამოყალიბებულ პოზიციას, მთავარ შეკითხვის გარშემო , რატომ უწოდებენ იუსტინიანეს მოღვაწეობას „ოქროს
ხანას? ,აცნობს აუდიტორიას;ჯგუფები ფასდებიან კომენტარით,შეფასების რუბრიკაზე
დაყრდნობით.
მისაღწევი შედეგი
: შეაჯამეს
იუსტინიანეს მოღვაწეობა .
აქტივობის დრო
:6 წთ
მეთოდი : პრეზენტაცია
ორგანიზების
ფორმა: ჯგუფური სამუშაო;
აქტივობა 8. მასწავლებელი უთითებს მოსწავლეებს ,კიდევ ერთხელ
გადახედონ გვ.115 განთავსებულ ინფორმაციას,წყაროებს და უპასუხონ შეკითხვებზე:
1.ვინ იყო
პროკოფი კესარიელი?
2. რატომ
შექმნა პრ.კესარიელმა იუსტინიანეს შესახებ განსხვავებული ისტორიები ?
3. ივარაუდე
,რომელი ისტორიაა“ნამდვილი“ ?
4. აღნიშნული
ფაქტიდან იმსჯელე ,რამდენად სანდო შეიძლება იყოს ისტორიული წყაროები ?
5. . პრ.კესარიელის ადგილზე,თქვენ როგორ მოიქცეოდით?
მისღწევი შედეგი
: შეაფასეს წერილობითი წყაროების და მემატიანის
როლი .
აქტივობის დრო
: 6 წთ
მეთოდი : ვერბალური
კომუნიკაცია;
ორგანიზების
ფორმა : საერთო საკლასო;
აქტივობა 9
. მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვას ,რომელი ორი განსხვავებული სტატუსის მქონე
ისტორიული პიროვნების მოღვაწეობას გავეცანით
ჩვენ დღეს გაკვეთილზე ? როგორ ფიქრობთ შევძელით მათი მოღვაწეობის გაანალიზება,შეფასება
და მივაღწიეთ დასახულ მიზანს? შეგიძლიათ,
გამოყოთ გაკვეთილიდან ისეთი საკითხი რამაც დაგაფიქრათ ; ვინმესთვის ხომ არ იყო გაკვეთილის
რომელიმე ეპიზოდი გაუგებარი? მოსწავლეებს სახლში შესასრულებლად აძლევს წერით დავალებას. „ნიკას „აჯანყების მიხედვით
დავწეროთ არგუმენტირებული ესე: „აქვს თუ არა ტირანიას გამართლება“?
აქტივობის დრო:
2წთ.
აქტივობა
10.შეფასება ,თვითშეფასება (1 წთ).
|
გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
4-5-6
|
3-2-1
|
აქტიური მონაწილეობა
გაკვეთილის ყველა ეტაპზე
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას,დამაჯერებლად პასუხობს შეკითხვებს.
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ხშირად მონაწილეობს
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
|
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
|
აქტიურად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, ცდილობს ჯგუფს თავისი პოზიცია შესთავაზოს , იზიარებს ,პატივს ცემს და უსმენს სხვის აზრს.
|
აქტიურად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, ცდილობს ჯგუფს თავისი პოზიცია შესთავაზოს , თუმცა ზოგჯერ არგუმენტაცია აკლია.
|
იშვიათად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში,არ აქვს დამაჯერებელი პოზიცია
|
არ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში,არ გამოხატავს თავის პოზიციას.
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
|
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
სრულყოფილად
|
ნაწილობრივ
|
უხარისხოდ
|
|
ჯგუფის მიერ ინსტრუქციის გააზრება
|
|||
გუნდურობა (აზრის
გამოხატვა,ერთმანეთის მოსმენა ,თანაბარი პირობების შექმნა)
|
|||
ჯგუფი პრეზენტაციისას მკაფიოდ წარმოადგენს მთავარ
თეზისს,აკეთებს დასკვნებს;
|
|||
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს;
|
|||
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს;
|
.
რეფლექსია
გაკვეთილი
ჩავატარე VII კლასში. ( საგანი -ისტორია, თემა : ბიზანტიის „ოქროს
ხანა „)გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი
გეგმის შესაბამისად ,რაც ითვალისწინებდა ,მოსწავლეებს
ემსჯელათ და გაეანალიზებინათ იუსტინიანეს მოღვაწეობა ბიზანტიის იმპერიაში და პროკოფი
კესარიელის მაგალითზე შეეფასებინათ მემატიანის როლი ისტორიის შესწავლის პროცესში.საორგანიზაციო
საკითხების მოგვარების შემდეგ,მოსწავლეებს პროექტორის , დაფის მეშვეობით გავაცანი გაკვეთილის
თემა ,მიზანი , მისაღწევი შედეგები, შეფასების რუბრიკები და მეთოდები. კითხვა- პასუხის
მეშვეობით გავუაქტიურე წინარე ცოდნა, ახალი ინფორმაციის მისაღებად და სიღრმისეული წვდომისათვის
მოტივაციის გასაჩენად გავაკეთებინე ელექტრონული რუკების შედარებითი ანალიზი და წავუკითხე
მინი ლექცია იუსტინიანეს ბიოგრაფიიდან . ჯგუფური სამუშაოს შესრულების შემდეგ ,მოსწავლეებმა
მიიღეს იუსტინიანეს პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ ცოდნა, სწორად მოახდინეს რეფორმების
კლასიფიცირება( პოლიტიკური ,კულტურულ-რელიგიური, საკანონმდებლო და ეკონომიკური),ე.წ „“ფლიფჩარტებზე“ განათავსეს
ბარათებიდან ამორჩეული ინფორმაცია და გააკეთეს პრეზენტაციები.. რეფორმების გაანალიზება
, კი სლაიდებზე დატანილი ანალიტიკური შეკითხვებით შეძლეს.შეკითხვებზე პასუხის მოსამზადებლად ჯგუფის წევრები მცირე დროით თათბირობდნენ და სათანადო მსჯელობითა და დასაბუთებით სცემდნენ პასუხს. აქტივობებისთვის დრო ზუსტად იყო განაწილებული, როგორც მოსწავლეები ისე მეც ,ძირითადად ვიცავდით დროის ლიმიტს. იუსტინიანეს მოღვაწეობის გაანალიზება და შეჯამება ჯგუფებმა ფურცელზე დაწერილი მაქსიმუმ 2 წინადადებით (თეზისით) შეძლეს ,დაფაზე წინასწარ დაწერილი
კითხვის გარშემო : რატომ უწოდებენ იუსტინიანეს მოღვაწეობას „ოქროს ხანას“? შეჯამება
სწორად და შინაარსიანად იყო წარმოდგენილი.ჯგუფური სამუშაოს ორ ეტაპად შესრულების
შემდეგ, ჯგუფებს მიეცათ განმავითარებელი შეფასება. შეფასებისას გამოვიყენე წინასწარ
შექმნილი რუბრიკის კრიტერიუმები და განვუმარტე სად ქონდათ ხარვეზი და რას გაართვეს
თავი სრულყოფილად. დავაფიქსირე ,რამდენიმე მოსწავლის პასიური პოზიციის „გასაღება“
,სხვათა აქტიურობის და ჩართულობის ხარჯზე.სამომავლოდ ჯგუფური მუშაობაში თვითშეფასებისა
და ურთიერთშეფასების რუბრიკასაც გამოვიყენებ ,რათა მეტი ინფორმაცია მქონდეს ,თითოეული მათგანის საქმიანობასა და პასუხისმგებლობაზე.
შეფასება ძლიერი მხარის წარმოჩინებით დავიწყე
და ხარვეზებით დავასრულე,ალბათ უფრო სასურველი იქნებოდა ,ე.წ „სენდვიჩის „მეთოდის გამოყენება.
პროკოფი კესარიელის მოღვაწეობისა და ისტორიული
წყაროების სანდოობის შეფასება კითხვა -პასუხის
მეშვეობით შევძელით. მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავდნენ საკუტარ აზრს ,მოჰყავდათ
არგუმენტები.საინტერესო მიგნებები ჰქონდათ
,გაკვეთილზე დანახულ სიახლეებთან მიმართებით. გაკვეთილის ფინალში ,ოთხი მოსწავლე შევაფასე
ქულით . შეფასება ,კვლავაც რუბრიკაზე დაყრდნობით და განმარტებით მოხდა. გეგმით განსაზღვრული
ყველა აქტივობა განვახორციელე ,მივეცი საშინაო დავალება .გაკვეთილი ისე წარიმართა
,რომ გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირვებია.
მასწავლებლის თვითშეფასების
კითხვარი
კრიტერიუმი
|
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
ყველა დაგეგმილი აქტივობა ჩავატარე
|
|||
გაკვეთილის მიზანი და შედეგი გამოვკვეთე
|
|||
მოსწავლეები აქტიურები იყვნენ
|
|||
მოსწავლეები აქტივობებს სწორად ატარებენ
|
|||
დროში ჩავეტიე
|
|||
ტექნიკური რესურსი წარმატებით გამოვიყენე
|
|||
სასწავლო რესურსი წარმატებით გამოვიყენე
|
|||
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გავაკეთე
|
|||
გაკვეთილი მიმდინარეობდა
დინამიურად
|
|||
გაკვეთილი შევაჯამე
|
|||
საშინაო დავალ. .ება მივეცი
|
"თერგდალეულები" -გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ნათია მახათაძე
|
საგანი: ისტორია
|
კლასი: VI
|
დრო: 40 წთ
|
თემა: „თერგდალეულები „
|
მოსწავლეთა
პროფილი:
კლასში არის 30 მოსწავლე და არცერთი სპეციალური საჭიროების მქონე.
|
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლე მსჯელობს და აფასებს თერგდალეულების როლს
რუსეთის იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლების საქმეში.
მისაღწევი
შედეგები:
·
მოსწავლემ
შეძლო ემსჯელა პიროვნებებისა როლზე
საქართველოს ისტორიაში.
·
მოიპოვა
სათანადო ინფორმაცია და დაახარისხა;
·
განიხილა
განსხვავებული წყაროები და გამოთქვა საკუთარი
მოსაზრებები;
·
შეაფასა
ისტორიული პიროვნებები.
|
სტანდარტით
მისაღწევი შედეგები:
საზ. მეც.V-VI.8.
მოსწავლეს
შეუძლია
იმსჯელოს პიროვნებებისა
და სხვადასხვა სოციალური
ფენის როლზე
საქართველოს ისტორიაში.
საზ. მეც.V-VI.17.
მოსწავლეს
შეუძლია
აღწეროს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და
თანასწორობის დაცვა სხვადასხვა
საზ. მეც.V-VI.9.
მოსწავლეს შეუძლია
შეადაროს
ომისა
და მშვიდობის
შედეგები მოსახლეობისათვის საქართველოს ისტორიის სხვადასხვა
პერიოდში.
· ასახელებს მშვიდობიანი ხერხებით მიღებულ
გადაწყვეტილებებს საქართველოს ისტორიაში,
აღნიშნავს მის დადებით და
უარყოფით შედეგებს;
|
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ
რუსეთის მიერ ქართული სამეფოების გაუქმების
საკითხი და ასევე ქართველი ხალხის ბრძოლა ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ.
|
შეფასება და
თვითშფასება: მასწავლებელი
ჯგუფური სამუშაოს შესრულების შემდეგ,წინასწარ შემუშავებულ რუბრიკაზე დაყრდნობით, განმავითარებელი შეფასებით(
შექება,სიტყვიერი კომენტარი)აფასებს ჯგუფის და წყვილების მუშაობას. გაკვეთილის ბოლოს კი, იყენებს განმსაზღვრელ შეფასებას. გაკვეთილის დასრულების
შემდეგ მასწავლებელი შეავსებს თვითშეფასების წინასწარ შემუშავებულ კითხვარს.
|
სასწავლო მასალა
და რესურსები:
წიგნი,დაფა, ,კომპიუტერი ,პროექტორი,ე.წ „ფლიფჩარტი“,მასწავლებლის მიერ წინასწარ მოძიებული წყაროები ,ტექსტები,წებო,მაგნიტები,თაბახის
ფურცელი.
|
აქტივობა 1 მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს, ამოიკითხვას
სიას და აღნიშნავს ჟურნალში თარიღს.მოსწავლეებს პროექტორის,დაფის მეშვეობით აცნობს
გაკვეთილის თემას და მიზანს ,შეფასების მეთოდებს და რუბრიკებს.
აქტივობის ხანგრძლივობა:
2 წთ
მისაღწევი შედეგი
: მოსწავლეებისთვის ნათელი გახდა
რაზე უნდა გაემახვილებიათ ყურადღება
გაკვეთილის მსვლელობისას.გაიაზრეს გაკვეთილის თემა. გაიგეს რაში შეფასდებიან.მოახდინეს
საკუთარი თავის მობილიზება.
მეთოდი
: ვერბალური კომუნიკაცია ,ისტ.ტექნოლოგიის გამოყენებით .
ორგანიზების
ფორმა: საერთო საკლასო;
|
|
აქტივობა N
2
1. როდის გააუქმა რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის
სამეფო?
2. რუსული
მმართველობის დამყარების შემდეგ , ვინ იყო უმაღლესი ხელისუფალი საქართველოში ?
3. როგორ
დამოკიდებულებას ამჟღავნებს ქართველი ხალხი რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ?
4. მეფისნაცვლის ინსტიტუტის შემოღებით, როგორ შეიცვალა
საიმპერატორო კარის პოლიტიკა და რა იყო ამ ცვლილების მიზანი?
მისაღწევი
შედეგი : მოსწავლეებმა გააქტიურეს წინარე ცოდნა.
აქტივობის დრო
2 წთ
მეთოდი
: გონებრივი იერიში; ვერბალური კომუნიკაცია;
ორგანიზების
ფორმა: საერთო საკლასო;
|
აქტივობა 3
მასწავლებელი
კლასს
ჰყოფს 4ჯგუფად , იყენებს „კითხვით სტრატეგიას „ და მოსწავლეებს ავალებს
გაიხსენონ სხვადასხვა ძირითადი ცნებები,
რომელიც საქართველოში რუსული მმართველობის დამყარებასთან დაკავშირებით შეისწავლეს.
ჯგუფებმა ე.წ ფლიფჩარტზე წინასწარ დახაზული ცხრილის მარჯვენა ნაწილში უნდა დაწერონ
თემის ძირითადი ცნებები, მარჯვნივ კი, კითხვითი სიტყვები და ხუთი წუთის განმავლობაში, კითხვითი სიტყვების
გარშემო დასვან რაც შეიძლება მეტი შეკითხვები.ჯგუფები ფასდებიან კომენტარით ,შეფასების
რუბრიკაზე დაყრდნობით.
მისაღწევი
შედეგები :მოსწავლემ
, განიმტკიცა განვლილი მასალა , სიღრმისეულად დაეუფლნენ უცხო(პროფესიულ ) ტერმინებს....
ხანგრძლიობა:
7წთ
მეთოდი :“ კითხვითი
სტრატეგია“,ვერბალური კომუნიკაცია;
ორგანიზების
ფორმა: ჯგუფური მუშაობა ;
|
აქტივობა 5 :მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას ,ზოგადად მიმოიხილავს თერგდალეულების
გამოსვლას სამოღვაწეო ასპარეზე და პროექტორზე, სლაიდის მეშვეობით, კლასს აცნობს თერგდალეულთა
ცნობილი წარმომადგენლების პორტრეტებს...
მისაღწევი შედეგი
:მოემზადნენ
ახალი მასალისთვის ,გაუჩნდათ სიღრმისეული
წვდომისათვის მოტივაცია..
აქტივობის დრო
3წთ
მეთოდი : მინი
ლექცია
ორგანიზების
ფორმა: საერთო საკლასო;
|
აქტივობა 6:
კლასი წინასწარ
დაყოფილია ჯგუფებად, მასწავლებელი თითოეულ
ჯგუფს ავალებს გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს , დამატებით საკითხავ
მასალას და ლაკონურად, წერილობით წარმოადგინონ პასუხები
მთავარი შეკითხვის გარშემო : „რატომ აირჩიეს
სამოღვაწეოდ კონკრეტულად ეს სფეროები „სამოციანელებმა“ და რას ისახავდა მიზნად თითოეული
მიმართულება ?პრეზენტაციას აკეთებს ჯგუფის ერთ -ერთი წევრი ..
1 ჯგუფი
--- წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა ; ნაწყვეტი ა.წერეთლის მოგონებიდან ; ა. წერეთლის“ გიმნაზიაში „ ; ი.ჭავჭავაძე „ორიოდე
სიტყვა ...ერისთავის კოზლოვიდან შეშლილი;
2 ჯგუფი ---- სათავადაზნაურო ბანკის შექმნა ; გ. წერეთელი
„ საამხანაგო ბანკი“
3 ჯგუფი ----პერიოდული გამომცემლობები ; ამონარიდი
1863 წლის „ საქართელოს მოამბ_“იდან ---რუსეთიდან აჯანყებულ სამშობლოში მიმავალი
პოლონელი სტუდენტის სიტყვები ..
4 ჯგუფი -----ქართული თეატრის აღდგენა ; ნაწყვეტი
ე.გაბაშვილის მოგონებიდან სპექტაკლი „ სამშობლო“
;
მისაღწევი შედეგი
:მიიღეს სამოციანელების მოღვაწეობის შესახებ ცოდნა , შეძლეს მათი პროგრამის
გაანალიზება;
აქტივობის დრო
: 12 წთ. (8წთ+4წთ.)
მეთოდი : პრეზენტაცია
,ვერბალური კომუნიკაცია;
ორგანიზების
ფორმა : ჯგუფური მუშაობა
აქტივობა 8.
მასწავლებელი
სვამს შემაჯამებელ შეკითხვებს :
1) შეაფასეთ , იყო თუ არა „თერგდალეულების“მოღვაწეობის
საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება
?
2) რა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვს,
თერგდალეულებს რუსეთის წინააღმდეგ მოემზადებინათ და განეხორციელებინათ აჯანყება თუ
პროგრამის პუნქტები განეხორციელებინათ?
მისღწევი შედეგი
: შეაფასეს თერგდალეულების მოღვაწეობა და როლი .
აქტივობის დრო
: 5წთ
მეთოდი : ვერბალური
კომუნიკაცია;
ორგანიზების
ფორმა : საერთო საკლასო;
აქტივობა 9
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და მოსწავლეებს
მიმართვას, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი სახელმძვანელოს , გაიხსენონ ის საკითხები
,რომლის განხილვაც მიმდინარე გაკვეთილზე მოახერხეს და ჯგუფებში
,ცხრილის სახით ჩამოწერონ „მსხვილი „ და „წვრილი“ შეკითხვები , რომელსაც ერთმანეთს დაუსვამენ.
აქტივობის დრო: 8 წთ (5+3წთ)
მეთოდი : ვერბალური კომუნიკაცია;
ორგანიზების
ფორმა : ჯგუფური მუშაობა
;
აქტივობა
10.შეფასება ,თვითშეფასება (1 წთ).
|
რეფლექსია
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteეს არის სრულფასოვანი საგაკვეთილო გეგმა, ყოჩაღ! ძალიან მომეწონა
ReplyDeleteეკა,მადლობა ასეთი შეფასებისთვის. <3
ReplyDeleteსრულყოფილი საგაკვეთილო გეგმა, ძალიან საინტერესოა, მეც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში მასწავლბლის თვთშეფასების კითხვარს.
ReplyDeleteგამეხარდება, თუ გაიზიარებთ.
ReplyDeleteსაინტერესოდაა გაკვეთილი დაგეგმილი...
ReplyDelete